პროდუქცია

კლასიკური ღვინოები

ქვევრის ღვინოები

ფერიანი აწარმოებს საფერავის, ხიხვის და ვარდისფერი რქაწითელის ყურძნის ჯიშებისაგან დამზადებულ მაღალი ხარისხის მშრალ ღვინოებს. ღვინოები მზადდება როგორც ტრადიციული ტექნოლოგიით ქვევრში, ასევე კლასიკურით - უჟანგავი ფოლადის ავზებში.

ფერიანის ღვინოები გამოირჩევა მომწიფებული, ხალასი ხილის ტონებით და მინერალური დაბოლოებით, მდიდარი სურნელითა და გემოთი.

ხიხვის ჯიშის ყურძნისაგან მზადდება მაღალი ხარისხის სუფრის თეთრი მშრალი ტრადიციული და კლასიკური ღვინოები. ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები მუქი ჩალისფერია, აქვს სრული სხეული და ჰარმონიულია. კლასიკური ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები უფრო გამჭვირვალეა და ახასიათებს შედარებით ღია ჩალისფერი. მათ აქვთ სასიამოვნო არომატები, გემოზე სრული და ჰარმონიულია.

ვარდისფერი რქაწითლის ყურძნის ჯიშისაგან დამზადებულ ღვინოებს აქვთ სასიამონო გამჭვირვალე ვარდისფერი და სასიამოვნო ბუკეტი. გემოზე ნაზი და ჰარმონიულია.

საფერავის ყურძნის ჯიშისაგან დამზადებულ ღვონოს აქვს ინტენსიური მუქი ბროწეულის ფერი. ის ზომიერად სხეულიანია. აქვს ენერგია, სისრულე და სიხალისე. ახასიათებს თვისებური ჯიშური არომატი და ძლიერი ბუკეტი.